In City-ის გამოწერის (Subscription) შეძენისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ სააბონენტო გადასახადი ავტომატურად ჩამოიჭრება არჩეული გადახდის მეთოდიდან ყოველ სააბონენტო პერიოდში.
გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა მომდევნო სააბონენტო პერიოდის თანხის ჩამოჭრის თავიდან ასაცილებლად, გაუქმება უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
ავტომატურად ჩამოჭრილი სააბონენტო გადასახადის დაბრუნება არ ხორციელდება, თუ მომხმარებელმა დროულად არ გააუქმა გამოწერა.
თანხის დაბრუნება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხის ჩამოჭრა გამოწვეულია In City-ის ტექნიკური ხარვეზით, სისტემური შეცდომით ან სხვა გარემოებით, რომელიც კომპანიის პასუხისმგებლობას წარმოადგენს (მათ შორის, გამოწერის გაუქმების მიუხედავად თანხის ჩამოჭრა).
დადასტურებული მოთხოვნის შემთხვევაში თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება 1–3 სამუშაო დღის განმავლობაში.